შეხვედრა ისრაელის საელჩოს და უშუალოდ ელჩის იუვალ ფუქსის ორგანიზებით გაიმართა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითრების სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრა. შალვა ფიფიას განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც სამინისტრომ განახორციელა და სამომავლოდ აქვს დაგეგმილი, მიზნად ისახავს დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ ხელშეწყობას და ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რაც უმოკლეს ხანში უზრუნველყოფს ქვეყნის აგრარულ განვითრებაში წინსვლას.
“დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ისრაელის იმ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ტექნოლოგიების ინდუსტრის ექსპორტით. ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობას ნამდვილად დადებითად წაადგება”, – განაცხადა შალვა ფიფიამ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა შალვა ფიფიას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის. მისი განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. ისრაელის მხარე მზადაა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილება გაუზიაროს და დაეხმაროს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.