სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცებს შორის საქართველოს ნაკრები ხალიჩაზე ტრადიციულად, სრული შემადგენლობით – 9 სპორტსმენით გავა. ქალთა ნაკრები 3 სპორტსმენით იჭიდავებს, ხოლო 2 ქართველი სამბისტი საბრძოლო სამბოში ჩაერთვება.
22 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები სპორტულ სამბოში 52, 68 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით გივი ნადარეიშვილი (52 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ბაინდუროვი (90 კგ) იჭიდავებენ.
დღესვე გავლენ ხალიჩაზე საბრძოლო სამბოში მოჭიდავე ნიკო ბიბილაშვილი (100 კგ) და ქალთა გუნდის წევრები შორენა შარაძე (60 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოს დაარსების 75 წლის იუბილე აღინიშნება.
რაც შეეხება ქართველ ჩემპიონებს, საქართველო სამბოში მსოფლიოს 19 ჩემპიონს ითვლის. ბოლო პერიოდში, 2011-2012 წლებში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ – ავთანდილ ცინცაძე (52 კგ) და გიორგი ბაინდუროვი (90 კგ).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამბოს მსოფლიო შემპიონატზე ასეთია:
სპორტული სამბო
52 კგ. – გივი ნადარეიშვილი; 57 კგ. – ვახტანგ ჩიდრაშვილი; 62 კგ. – უშანგი კუზანაშვილი; 68 კგ. – ლევან ნახუცრიშვილი; 74 კგ. – კახა მამულაშვილი; 82 კგ. – ნიკო კუცია; 90 კგ. – გიორგი ბაინდუროვი; 100 კგ – ლაშა გურული; +100 კგ. – ნოდარ მეტრეველი.
ქალები
60 კგ. – შორენა შარაძე; 72 კგ; – ნინო ოძელაშვილი; +80 კგ – ირინე ლეონიძე.
საბრძოლო სამბო
82 კგ. – დავით ჭაბუკაშვილი; 100 კგ – ნიკო ბიბილაშვილი.