შაყულაშვილი პროკურატურის ორგანოებში 2001 წლიდან მუშაობს. ამ პოსტზე დანიშვნამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობა ეკავა.
2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონულ პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობებზე.