სოციალურად დაუცველი, ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე შეჭირვებული და უზედამხედველო მიცვალებულთა დაკრძალვისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა კუბოებს და სუდარებს ყიდულობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანიას გამგეობა 98 კუბოსა და 96 სუდარაში 15 502 ლარს გადაუხდის. კომპანიამ გამგეობას ჩასასვენებლები და სუდარები 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.
“ჩასასვენებელი, დამზადებული წიფლის ხის მასალისგან, შეღებილი ლაქით, გამოკრული სარჩულით, სუდარით (ტრადიციული), ტრანსპორტირებით, შემდეგი სავარაუდო ოდენობით:
1. მოზრდილი (7 წლიდან ზემოთ) – 93 ერთ.
2. ახალშობილი (1 წლამდე) – 2 ერთ.
3. ბავშვი (1 წლიდან 7 წლამდე) – 3 ერთ.
4. სუდარა სტანდარტული – 96 ერთ” – წერია დოკუმენტაციაში.
წყარო: პირველი რადიო