54- ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში, 15 საათისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მისაცემად მისული 12 476 ამომრჩეველია სხვადასხვა უბნებზე გამოცხადებული, რაც საერთო ამომრჩევლის 28, 72 პროცენტს შეადგენს.
,,ვიცით, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში 43 437 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. დღის სამი საათის მონაცემებით 12 476- მა უკვე ხმა მისცა არჩევნებში მონაწილე მისთვის სასურველ პარტიას და კანდიდატს. ამ დროისთვის ორი საჩივარია შემოსული საარჩევნო პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით, რაზეც თავად კომისიებმა მოახდინეს რეაგირება,”- ,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ.

































































