დღის მეორე ნახევარში 54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა იზრდება.
დღის სამი საათისთვის 51 უბანზე ოფიციალურად დაფიქსირებულმა ამომრჩეველმა 15 463 შეადგინა, რაც საერთო ამომრჩევლის 34,25 პროცენტია. ,, გურია ნიუსი” ოლქის თავმჯდომარეს ნანა იმნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დღის პირველი ნახევარი შეაჯამა.
“ამ დროისთვის 50 უბანში და დამატებით ერთ სპეც უბანში სრულიად სიმშვიდეა. პროცედურული საჩივრები ძირითადად დილის საათებში დაფიქსირდა, რაც იმთავითვე იქნა გამოსწორებული. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება მშვიდ გარემოში.
15 საათის მდგომარეობით უბანში ხმის მისაცემად გამოცხადებულ მოქალაქეთა აქტივობა გაზრდილია საგრძნობლად.”
[sexy_author_bio]