სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძეს თქმით, თებერვლის თვეში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და დელტა ვირუსს ჩაანაცვლებს.
“დელტა ვირუსი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და იმის იმედად, რომ მე-5 ტალღიდან გადავედით მე-6 ტალღაზე და დელტა ვირუსი აღარ არის, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სწორ შეფასებას. 15 თებერვლისთვის რაოდენობა სადღაც 6-7 ათასს მიაღწევს და პრაქტიკულად ჩაანაცვლებს კიდეც დელტა ვირუსს ომიკრონი. ომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას,”- ამბობს დევი ტაბიძე.