ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ფეისბუქზე სახუმარო ამბავს აქვეყნებს, რომელიც არჩევნების დღეს მოხდა.
“ეს ბებო იყო მისული არჩევნებზე. იკითხა ჩემი ქმარი იყო მოსულიო? გადაამოწმეს და უთხრეს: -კი, დილას ყოფილაო. რატომ ერთად არ მოხვედით ბებოო?! – რავი, შვილო, 15 წლის წინ მოკვდა და მარტო არჩევნებზე მოდის ხოლმე და ერთხელ ვერ მოვასწარიო“, -წერს ირაკლი ვაჩიბერაძე.