გასულ წელს, ერთ-ერთმა თვითმხილველი, მარინე სუნგულია ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდა, რომ ნანახით გაოცებული დარჩა, რადგან თურქები უცხოენოვან აბრებს ერიდებიან.
“სტაბულბაზარის” კორიდორში ვნახე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის სახელობის აბრები. ნანახმა ჩემი გაოცება გამოიწვია, რადგან თურქები ყველაფერს თურქულს უფრთხილდებიან და ინგლისურენოვანი აბრებიც კი არ აქვთ გამოკრული, ყველაფერი თურქულ ენაზე წერია. ერთ-ერთმა თურქმა, ჩემს შეკითხვაზე, რატომ დაარქვეს ეს სახელები, დამტვრეული ქართულით, მიპასუხა: “ესენი ჩვენი კაცები არიან და ბათუმი ჩვენია”.