“კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა 22 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა თვითმმართველობის რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს და მისი მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებებს. ამასთან ერთად, პოლიტიკურმა საბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება”, _ ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.