საჭირო მასალა: 1 ცალი მსუქანი იხვი; 500 გრამი ხილი _ ვაშლი, მსხალი, ყურძენი, მანდარინი; 250 მლ წითელი ღვინო; 100 გრამი მშრალი ბრინჯი; მარილი, დაფქული შავი პილპილი.
მომზადების წესი: ვაშლი და მსხალი დავჭრათ კუბიკებად, მანდარინი კანისგან და თეთრი ნადებისგან გავასუფთავოთ, ყურძენი დავმარცვლოთ. ქვაბში გავაცხელოთ ღვინო და სანამ ადუღდება გადმოვდგათ, ჩავყაროთ ხილი და გავაჩეროთ 30 წუთით.
მოვხარშოთ ბრინჯი მარილწყალში და შევურიოთ ღვინდან ამოლაგებულ ხილს. გარეცხილი იხვი შევამშრალოთ, წავუსვათ შიგნით და გარეთ მარილი და პილპილი. გავაჩეროთ ცელოფანგადაკრული 2 საათით. დავჩხვლიტოთ ჩანგლით კანი. გამოვტენოთ ბრინჯის და ხილის ნარევით. მორჩენილი ნარევი გარნირად გამოგვადგება.
კბილსაჩიჩქნი ხის ჩხირით დავუმაგროთ მუცელი და შევწვათ ნელ ცეცხლზე სანამ არ შეიბრაწება. ხშირად ვასხათ გამოსული წვენი და ცხიმი.