(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში, აზოტოვანი სასუქის ფასი ყოველდღე მატულობს _ 8 ივლისისთვის, 50 კგ-იანი ერთი ტომრის ფასი 45-46 ლარი იყო. ანუ 8 დღის განმავლობაში ფასი 8 ლარით გაიზარდა: _ ახლა ისღა დაგვრჩენია, სასუქი წყალში გავხსნათ და ჭიქით მივუსხათ სიმინდს, _ სერიოზულად ამბობენ გურულები.
მოსახლეობას ეჭვი არ ეპარება, რომ სიმინდის ვეგეტაციის პერიოდში მიზანმიმართულად, განზრახ აძვირებენ სასუქს და ანადგურებენ მოსახლეობის ისედაც მწირ ეკონომიკას.