“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ფლეშ მობი მოაწყვეს, რომლის მიზანი იყო გაემახვილებინათ საზოგადობის ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
მისი შინაარის ასახავდა საზოგადოების დამოკიდებულებას ძალადობასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ნაწილს თვალებზე ხელები ქონდა აფარებული რაც ასახავდა, რომ მათ არ სურდათ დაენახათ არსებული სიტუაცია. ნაწილი ყურებზე ხელის აფარებით ცდილობდა არ გაეგონა ადამიანის ხმა რომელიც დახმარებას ითხოვდა. ხოლო მესამე ნაწილი კი დუმდა მიუხედავად იმიას, რომ კარგად ესმოდათ მსხვერპლის ხმა და ხედავდნენ მის ტანჯვას.

































































