(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში პურის ფასი შემცირდა. ამ კუთხით პირველი ინიციატივა შპს “მარგს” ეკუთვნის _ თუ ადრე 1 კგ. გამომცხვარი პურის ფასი 1,2 ლარი იყო, შემდეგ ღირებულებამ 1,15-მდე, ხოლო ბოლო დღეებში 1,1 ლარამდე დაიწია. “მარგის” მაღაზიაში ე.წ. ასაწონი პური თუ მანამდე 1,55 და 1,60 ლარი ჯდებოდა, ახლა 1,40-მდე ჩამოვიდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბაზარზე ფქვილის ფასის შემცირებაა. “მარგს”, ალბათ, სხვა პურის საცხობებიც მიბაძავენ.