“გურია ნიუსი” შეეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით ალექსანდრე ელისაშვილის კომენტარის მოპოვებას, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესამსახურის უფროსის, თიკო მჟავანაძის თქმით, თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას, ეს დღეს გახდება ცნობილი.
“მე არ ვიცი ეს იქნება თუ არა ალექსანდრე ელისაშვილი, ის კომისიის წევრი არის და ამ ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტს. საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წუთში შეხვდება კომისიის წევრებს და ძალიან მალე გახდება ცნობილი კომისიის თავმჯდომარის ვინაობა”, _ გვითხრა თიკო მჟავანაძემ.

































































