კირთაზე აცხადებს, რომ დადგა დრო პოლიტიკურ ასზარეზზე გამოჩნდეს ახალი სახეები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
“ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე დავასრულეთ ახალი ევროპული ტიპის პარტიის პროგრამაზე მუშაობა, უკვე შემუშავებულია პლატფორმისა და ძირითადი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი და ამის შესახებ 3-5 დეკემბერს, როდესაც ჩემი მორიგი სამუშაო ვიზიტი იგეგმება ბრიუსელში, ევროპული და საერთაშორისო პრესის წინაშე გავაკეთებ პირველ განაცხადს. უახლოეს მომავალში ქართული საზოგადოება იხილავს ახალი პოლიტიკური ძალის დაბადებას, არა რიგით მერამდენის, არამედ სწორედ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ძალისა, რომელიც იქნება ძალზედ ამბიციური თავისი გეგმებით, ძალზედ პრინციპული თავისი დამოკიდებულებებით და ძალზედ თანმიმდევრული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ასე რომ წინ გველის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა,” _ აცხადებს კირთაძე.
მისივე თქმით, ეს მოძრაობა იქნება ერთ საერთო ქუდში, რომელსაც ერქმევა ალიანსი.
“ჩვენ მზად ვიქნებით ევროპული ღირებულებების მქონე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის, ვითანამშრომლოთ ქართულ ბიზნესთან, არასამთავრობოებთან როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. უკვე დაგეგმილია ახალგაზრდა ლიდერთა ვიზიტი აშშ-ში. წინ გვიდევს დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. უნდა დასრულდეს ერთი და იგივე სახეები, დროა საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობა სწორედ მომავალმა თაობამ აიღოს,” _ ამბობს კირთაძე.
მისივე განცხადებით, ის უცხოეთში ყოველთვის ხვდება სტუდენტებს და განსაკუთრებით ქართველ სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები ელოდებიან თავიანი წვლილის შეტანას სამშობლოს მომავალში. ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა მოძრაობა გაუხსნის გზას ყველას, ვინც თავს თვლის მზად პოლიტიკური ასპარეზისთვის.
ნესტან კირთაძე ამბობს, რომ ახალი ძალა პოლიტიკაში არ შემოდის პოლიტიკური კონკურენციისათვის, შემოდის ახალი სიტყვის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის.
“ეს უნდა იყოს არა ძველი პოლიტიკური სახეების ახალი პოლიტიკური ძალა, არამედ ეს უნდა იყოს ახალგაზრდა ლიდერების ახალი ძალა,” _ აცხადებს ნესტან კირთაძე.