მეორე და მესამე ადგილები კი დაიკავეს: სოფიო ქორიძემ (თვითმმართველობის ახალი კონცეფცია: რეალური გამოსავალი რეალური პრობლემიდან), გიორგი გირკელიძემ (გაზეთ”გურია ნიუსის” ჟურნალისტი. “ორი აზრი ანუ ქალაქსა და სოფელს სხვადასხვა ამოცანები უდგათ”), მალხაზ ჭკადუამ (თვითმმართველობის რეფორმა, როგორც აუცილებლობა) და ირაკლი მოდებაძემ (დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი თვითმმართველობაა).
საკონკურსო თემა იყო: “ადგილობრივი თვითმმართველობის იდეის და დაგეგმილი რეფორმის აქტუალიზაცია და პოპულარიზაცია”; კონკურსის მიზანი იყო, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და დაგეგმილი რეფორმის შესახებ, კერძოდ: დგილობრივი თვითმმართველობის არსი და საჭიროება – რა ძირითადი პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა; ადგილობრივ თვითმმართველობებში დღეს არსებული პრობლემები და გამოწვევები; თვითმმართველობის რეფორმის სამთავრობო კონცეფციის არსი – რა სიახლეს გვთავაზობს თვითმმართველობის რეფორმა (კონცეფცია); როგორი იქნება შედეგი, რას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ რეფორმის შედეგად?
გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურმა, რომლის წევრები იყვნენ: დავით ლოსაბერიძე – თვითმმართველობის ექსპერტი; თამარ ჩიქოვანი – მედიაექსპერტი და კონსტანტინე კანდელაკი – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი.
სტატიების ნახვა კი მკითხველს ამ ვებ-გვერდზე შეუძლიათ www.lsg.ge.