ის ასევე ხურჩის ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გულით ეცოდება ის ოფიცერი, რომელიც აღნიშნულ საქმეზე დააპატიმრეს. მისი თქმით, ოფიცერს არწმუნებდნენ, რომ ამ დანაშაულით ის პატრიოტულ საქმეს სჩადიოდა.
“ბევრი კოლეგაა, რომელსაც ადამიანურობის ბევრი თვისება გააჩნია, მაგრამ ხშირად ცდებიან. ამ სტრატეგიამ მიგივყვანა იქამდე, რომ დაიკარგა უამრავი ადამიანი. დასახიჩრდნენ. დავკარგეთ უამრავი ქონება, ფსიქიურად დაავადდნენ ადამიანები. ბევრის იჯახებში ტრაგედიები შევიდა.
ხურჩის ინციდენტთან დაკავშრებით საუბარია ძალიან სერიოზულ, მაღალი დონის ინფორმაციაზე, რომელიც არსებობდა. არ ვიცი, გამოძიება როგორ მიმდინრაოებს. უბრალოდ ძალიან მეცოდება ის ოფიცერი, ის ბიჭი ვინც დღეს დაჭერილია. მეცოდება იმიტომ, რომ ადამიანი ილუზიაში შეიყვანეს, დაარწმუნეს, რომ პარტრიოტულ საქმეს აკეთებდა. ბოლოს უშიშროების საბჭო გახდა იძულებული, რომ საქრთველოს ხელისუფლებისათვის მოეწოდებინა, დაანებეთ ამ აგრესიულ არაფრის მომტან რიტორიკას თავი. ეს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში წერია. ასეთივე ილუზიაში ამყოფეს ის ხალხი, ვინც დარწმუნებული, იყო, რომ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ირჩევდა. აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური არჩევნები ჩაატარეს სამხრეთ ოსეთში, როდესაც აიჩიეს და შემდეგ გამარჯვება იზეიმეს. მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო, უარესი შედეგები მოგვიტანა ამ რიტორიკამ ვითომდა პატრიოტული დროშების ქნევით, რაც რეალურად ადგილზე გვქონდა და მდგომარეობიდან გამოსვლის და პროცესის განვითარების რეალური საშიშროება დადგა.
ახლა უკრაინის თემა წამოვიდა. იგივე რიტორიკა, ვითომ პოლიტიკური, ვითომ საერთაშორისო საფრთხეების გამთვალისწინებელი. არადა, შედეგი შეიძლება უარყოფითი დადგეს. ყველა სიტყვა გამოიყენება იმისათვის, რომ თითქოს რუსეთს ვინმე რევერანსს უკეთებდეს. სტრატეგიული აზროვნების ნიშანწყალი არ არსებობს არცერთ განცხადებაში, ხანდახან ვფიქრობ, ალბათ პირიქით უნდა იმოქმედო, რომ რამე შედეგს მიაღწიო, პირიქით იმ მოწოდებების რასაც ხშირ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” გვთავზობს,” _ განაცხადა ვოლსკიმ.