როგორც ნიკო ლეკიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმმართველობებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს და თუკი იქნება მისთვის მისაღები კონფიგურაცია, შესაძლოა საკრებულოში, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, კენჭი იყაროს.
მისივე თქმით, მთავარია, რომ “თვითმმართველობების შესახებ” კანონი დროულად იქნას მიღებული. შეჯერდეს პოლიტიკურ სუბიექტებთან, რათა ყველამ იცოდეს, რა თამაშის წესებით თამაშობს.