დღეს ნარმანიასა და ქუთაისის მერ შოთა მურღულიას შორის შეხვედრა შედგა. როგორც აღმოჩნდა, ინფრასტრუქტურის მინისტრს მისი უწყების მიერ დაფინანსებულ და არ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ადგილობრივი თვითმმართველობასთან ბვერი კითხვები აქვს.
“მე მაქვს კითხვები ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, თვის ბოლომდე რატომ არ იწურება ის თანხა, რომელიც ჩვენ ცენტრალური ბიუჯეტიდან ქუთაისის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოვყავით. ასევე, ვისაუბრეთ მომავალი წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რათა მომავალში განსახორციელებელი პროექტები განვსაზღვროთ”, _ განაცხადა ნარმანიამ
ქალაქის მერი თვლის, რომ ქუთაისში მნიშვნელოვან საკითხად გზებისა და განათების პრობლემა რჩება. მისივე განცხადებით, ყველა პრობლემის ერთიანად გადაჭრა ვერ მოხერხდება თუმცა, სამუშაოების 80% 2014 წელს ქალაქში შესრულდება.
დავით ნარმანიამ დღესვე ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.