ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები, სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიქოვანმა ინსტიტუტის მიღწევებზე, კვლევით საქმიანობაზე, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში ჩართვაზე, მულტიკულტურულ განათლებასა და სწავლებაზე, ინსტიტუტის გამოცემებსა და თარგმანებზე ისაუბრა.
წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ინსტიტუტის თანამშრომლების სასწავლო და კვლევითი საქმიანობის შესახებ, კერძოდ: სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამები, კურსდამთავრებულთა საქმიანობა; მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები; სტუდენტთა მონაწილეობა გაცვლით და სხვა პროგრამებში; საერთაშორისო კონფერენციები და შეხვედრები; გაცვლითი ლექციები; ინსტიტუტის გამოცემები; ინსტიტუტის ვებგვერდი და ელექტრონული სასწავლო მასალის გვერდი.