ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ალასანია არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავდა.
“მინდა, გითხრათ, რომ ასეთი საკითხი არც განიხილებოდა. მე ვარ იმ თანამდებობაზე, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მადლიერი ვარ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, რომ მან გააგრძელა ჩემთან ერთად მუშაობა. ამ გუნდს, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა ჰქვია, აქვს ძალიან სერიოზული, ამბიციური გეგმები, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში გვაქვს განსახორციელებელი”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.




































































