მისი თქმით, უბრალოდ ამ საკითხზე აზრთა სხვაობადასხვაობაა, რაც ჯანსაღი პოლიტიკის თანმდევი პროცესია. სამუშია აცხადებს, რომ უხერხულია 21-ე საუკუნეში დაბადების ადგილზე საუბარი, რადგან თუ ასე ღრმად ჩავყვებით, სწორედ რომ ხოხობამდე მივალთ.
“აქ კი კურიოზულ სიტუაციას ვაწყდებით. თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ ვახტანგ გორგასალი ვერ ააშენებდა თბილისს, რადგან ის მცხეთელი იყო,” _ ამბობს სამუშია.
ამასთან, აცხადებს, რომ მერის არჩევნების დროს თბილისელები ორი არჩევანის წინაშე დადგებიან. ერთია პროფესონალი დავით ნარმანია და მეორე ამჟამად მოქმედი მერი – გიგი უგულავა.
“რაც არ უნდა პრაიმერები ატაროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, უგულავამ უკვე განაცხადა, რომ სურს ქალაქის მერობის კანდიდატად დაასახელოს კანდიდატურა. ამ დროს უკვე საქმე გვაქვს ორ არჩევანთან. ერთის მხრივ უნივერსიტეტის სრული პროფესორი, პატიოსანი და პროფესიონალი დავით ნარმანია, რომელმაც თავისი თავი საკმაოდ კარგად გამოაჩინა მონისტრობის დროს, და მეორეს მხრივ გიგი უგულავა, რომელმაც ყველამ კარგად ვიცით რა საქმეები განახორციელა. მასთან ბევრი კითხვა აქვს მართლმსაჯულებას და ჩვენც, საკრებულოს, მაგრამ ვერ მოვიყვანეთ საკრებულოში,” _ აღნიშნავს სამუშია.
მისივე თქმით, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ფორმირებას და განაცხადა, რომ ეს თემა დებატებისთვის ღიაა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მე-3 თავი დაეთმობა თბილისს. ამ კოდექსის განხილვა ორიოდე კვირის წინ მოხდა საკრებულოში და ჩვენგან წასული შენიშვნები გადაეცა ნარმანიას უწყებას. კომისიას, რომელიც საკრებულოში ამ საკითხებს იხილავს, ხელმძღვანელობს მამუკა კაციტაძე, აქედანაც ჩანს, რომ ადგილობრივი მმართველობის კოდექსის თემა დებატებისთვის ღიაა”.
სამუშიას თქმით, საკმაოდ მნშვნელოვანია, რომ ახალი კანონით 18 ქალაქში ირჩევა მერი, სხვაგან კი გამგებლები. ამით მოსახლეობას შეეძლება თავიანთი ინტერესები ჩააბარონ არა დანიშნულ გამგებელს ან მერს, არამედ ადამიანს, რომელსაც ენდობიან.
“კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი კოდექსით თბილისში პირველად შემოდის ორდონიანი მმართველობა. ეს იყო ნატვრა იმ სპეციალისტებისა, რომლებსაც ოდესმე უმუშავიათ ამ საკითხზე. მომავალი წელი არის ამ კოდექსის დახვეწის და განვითარების წელი”.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, შაბათს მამუკა კაციტაძე პარლამენტს წარუდგენს ყველა იმ შენიშვნას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე, რომლებიც საკრებულოს წევრებს გაუჩნდათ განხილვის დროს. თუმცა, სამუშია არ გამორიცხავს, რომ შენიშვნების წარდგენა უშუალოდაც მოხდეს უახლოეს მომავალში.