შერგელაშვილმა თვითმმართველობის კოდექსზე საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებული აზრი, თითქოს თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით რაიონების დანაწევრება მოხდება, არასწორია.
თვითმმართველობის კოდექსის საკომიტეტო განხილვა სავარაუდოდ, პარლამენტში დეკემბერში დაიწყება. რაც შეეხება მის ძალაში შესვლას, ამის სავარუდო დროც კი ჯერჯერობოით უცნობია.
როგორც შერგელაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, კოდექსი საკმაოდ ვრცელია და ის ნაწილი, რომელიც მზად იქნება 2014 წლისთვის, ძალაში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შევა.
“იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი, საკმაოდ ვრცელია და მოიცავს რამდენიმე რაუნდს, ხდება ცალკეულ მუხლებზე განმარტებების მიცემა. რა სამუშაო უძღოდა თითეულ მუხლს და მიმდინარეობს ჩვეულებრივი სამუშაო პროეცესი. ჩვენ არასამთავრობოებს შევხვდებით ისევე, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციას.
საქართველოში 2006 წელს გააუქმეს თვითმმართელობა. გააუქმეს ათას ერთეულში და აიტანეს რაიონულ დონეზე. ახლა საუბარია იმაზე, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია. ქალაქებს ჰქონდეს თვითმმართველობა, პირველ რიგში. იყოს მაქსიმალურად ახლოს ამომრჩეველთან ეკონომიკური და ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტი არსებობს იმისთვის, რომ იყოს მოქალაქეებთან ახლოს. ამ მხრივ ბევრი ნაბიჯია გადასადგემლი. იწყება ამ მრავალწლიანი პროექტის პირველი ეტაპი.
ის, რაც მზად იქნება 2014 წლის არჩევნებისთვის და აისახება მასზე, ხოლო ის, რაც მზად იქნება 2017 წლისთვის, იქნება 2017 წლისთვის,” _ უთხრა შერგელაშვილმა “გურია ნიუსს”.