“კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, წარმოიშვა აუცილებლობა გამკაცრებულიყო თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქცია“.
სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, გაუპატიურება ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 8 წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 10 წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი 138-ე, 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, ან დამანშავესათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ან არასრულწოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 13 წლამდე.
იგივე კანონის 138-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებებზეც მკაცრდება სასჯელი.
ცვლილებების მიხედვით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება-მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 8 წლამდე.
139-ე მუხლის თანახმად, სასჯელი მკცარდება სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებაზე.
ცვლილებების მიხედვით, სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბოსელობის, ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურეობრივი, ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ისჯება ჯარიმით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე.
ცვლილებები შედის 140-ე მუხლში, რომლის თანახმად მკაცრდება სასჯელი სქესობრივი კავშირისთვის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებისთვის 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.
კერძოდ, სრულწლოვანის სექსუალური კავშირი, მამათმავლობა, ლესბოსელობა, სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
141-ე მუხლის თანახმად, ძლადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე.
კანონპროექტი პარლამეტმა 74 -0 ის წინააღმდეგ მიიღო. კანონი ძალაში 15 დღის შემდეგ შევა.