https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აბაშიძე-კარასინის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს

15:11; 28.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის თემა მას შემდეგ წამოიწია, რაც ექსპერტები რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ზეწოლის ბერკეტების შესახებ ალაპარაკდნენ. უკრაინისა და მოლდოვას მაგალითის ფონზე, ისინი აცხადებენ, რომ ამ დროისათვის რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ბერკეტი არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, ხაზს უსვამენ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის არსებულ და მომავალ შესაძლო შედეგებს. პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება კრემლს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტს მისცემს.

“ქართული პროდუქციის დიდი კი არა, მცირე ნაწილიც რომ გადაინაცვლებს რუსულ ბაზარზე, ესეც უკვე ბერკეტია კრემლის ხელში, რადგან აქ ათეულ მილიონობით ლარიანი ვაჭრობაც კი უკვე შეიძლება ბერკეტად იქნას გამოყენებული. ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ მგონია, ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ბოლომდე გონივრული იყოს, თუ ეს დამოკიდებულება ისეთი იქნება, რომ საბოლოოდ ჩვენთვის უარყოფითი აღმოჩნდება,” _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბარში “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელმა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით გუშინ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძის თქმით, თუკი საქართველო დაბრუნდება ისეთ პოზიციაში, როგორც იყო აბაშიძე-კარასინის შეხვედრების დაწყებამდე, ეს საქართველოსთვის დიდი დარტყმა არ იქნება.

“რაც შეეხება ეკონომიკურ დამოკიდებულებას, აქ უნდა აღნიშნოს ის დადებითი ელემენტი, რაც არის რუსეთის ბაზრის გახსნა. ეს არის მიღწევა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების. თუმცა, თუკი ჩვენ მოგვიწევს ისევ იმ პირობებში დაბრუნება, რომელიც იყო აბაშიძე და კარასინის ფორმატის შექმნამდე, ეს ისეთი სერიოზული დარტყმა ქართული ეკონომიკისთვის არ იქნება, რადგანაც ჩვენი ეკონომიკა ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე,” _ განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს სტრატეგია შემუშავებული აქვს.

საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ შესაძლებელია რუსეთს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის გაფართოებაც მოვთხოვოთ.

“მიმაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების სამი რაუნდი, რაც დღემდე შედგა, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და დღემდე მას აქვს რეალური შედეგები იმ მიმართულებით, რისთვისაც იყო გათვლილი – პროდუქციისთვის ბაზარი გაიხსნა, ამას დაემატა კიდევ სოფლის მეურნეობის პროდუქცია. იმის თქმა, რომ მოლაპარაკება უშედეგოა, ნამდვილად თავის მოტყუება იქნება. მაგრამ რადგანაც საქმე ასე დგას, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, შესაძლოა რუსეთმა ეს ყველაფერი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდგომში რაღაც სანქციები დაგვიწესოს, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვიძლია ვივარაუდოთ.

მომავალი ერთი წელი სერიოზული გამოწვევების წელი იქნება რუსეთის მხრიდან, ეკონომიკის მინისტრმაც გააკეტა განცხადება, რომ ჩვენ რუსულ ბაზარს არ უნდა ჩამოვეკიდოთ. ამ წლების მანძილზე ჩვენ დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ფატალურ შედეგიან წინააღმდეგობებს არ უნდა ველოდოთ.

ნებისმიერ შემთხევვაში, მით უმეტეს დღეს, როცა დიპლომატიური ურთიერთიბები არა გვაქვს რუსეთთან, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები ერთადერთია და სხვა ფორმატი ჩვენ არ გაგვაჩნია, უნდა გაგრძელდეს ეს მოლაპარაკეებბი,” _ ამბობს დეპუტატი.

ამასთან, იგი კარასინი-აბაშიძის ფორმატში ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.

“გამოიყენებს თუ არა რუსეთი სანქციებს ჩვენს წინააღმდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში გასაგრძელებელია მოლაპარაკებები მასთან. პირიქით, შესაძლებელია ფორმატის გაფართოებაც მოვთხოვოთ რუსეთს. მოლაპარაკებების შეწყვეტა ნიშნავს საერთოდ უკან დაბრუნებას. ჩვენს ინტერესებშია გადავდგათ ყველა რაციონალური ნაბიჯი იმისათვის, რომ შევეცადოთ ურთიერთობები კრიზისიდან გამოვიყვანოთ. თუკი ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე უარს ვიტყვით, თუნდაც იმ პირობებში, როცა რუსეთს შეუძლია რაღაც სანქციებს მიმართოს და ამ მოლაპარაკებებს რაც მოუტანია, ისიც კი ნულოვან წერტილში დააბრუნოს, მაინც მიმაჩნია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გაწყვეტა. თუკი წყვეტა მოჰყვა ამას, თავიდან იქნება ყველაფერი დასაწყები.

შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება მოვითხოვოთ, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ, ქვეყანას ყველა გარე რისკები ავარიდოთ და არ ვილაპარაკოთ მხოლოდ რიტორიკის ენაზე, რაც არ უნდა დამსახურებული იყოს გარკვეულ მომენტებში ასეთი ენით საუბრები. ჩვენ ვართ ვალდებული ჩვენი ხალხის წინაშე და არა რუსეთის მთავრობა. ჩვენ ვაგებთ პასუხს ჩვენი ხალხის წინაშე და არა რუსეთის მთავრობა. შევხედეოთ როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინის მიმართულებით და როგორ დამთავრდება ეს პროცესი. ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ განვითარდება რუსეთის რეაქცია საქართველოსთან მიმართებაში. ის, რომ ჩვენ არ შევაჩერებთ სვლას ამ მიზნისკენ, ეს ცხადია,” _ უთხრა “გურია ნიუსს” კვაჭანტირაძემ.

პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ “კარასინის-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა არსებობდეს, მაგრამ კიდევ დამატებითი ფორმატები უნდა შეიქმნას”.

“საკითხი უნდა დავაყენოთ ასე – საჭიროა თუ არა საერთოდ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებები და როცა ეს მოლაპარაკებები არ იყო, უკეთესი ვითარება გვქონდა თუ არა. მე მაგალითად, არ მეჩვენება, რომ უკეთესი ვითარება გვქონდა. წინა წლებში რუსეთისთვის აბსოლუტურად მომგებიანი იყო საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან უბირად ყოფნა – რასაც უნდოდა იმას აკეთებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხატოვნად რომ ვთქვათ, კაცი არ იყო კრემლში, რომელიც თბილისიდან დარეკილ ზარს უპასუხებდა. ეს იყო რუსეთისთვის აბსოლუტურად მომგებიანი სიტუაცია. თან ევროპის საყვედურზე კრემლი ყოველთვის პასუხობდა, რომ ჩვენ ამათ არ დაველაპარაკებით იმიტომ, რომ აგრესორები არიან.

მოლაპარაკების პროცესი არის ყოველთვის მომგებიანი, თუნდაც პირველ ეტაპზე შედეგები არ ჰქონდეს. რაც შეეხება ამ მოლაპარაკებების რეზულტატურობას, რა თქმა უნდა, იმ წუთიდან გარღვევას არავინ ელოდა. იქ რაღაც სიტუაცია შეიცვალა ბუნებრივია, რაღაც ეკონომიკური საკითხები მოწესრიგდა, ზოგიერთი ჰუმანიტარული და საკომუნიკაციო საკითხი გადაწყდა. მართალია, უმნიშვნელოვანეს საკითხებში გარღვევები არ მომხდარა, არც ოკუპაციასთან და არც დევნილების დაბრუნების თვალსაზრისით, მაგრამ მოლაპარაკებების შეჩერებას ჯობს, რომ კომუნიკაციის რაღაც ფორმატი არსებობდეს, ანუ ეს პროცესი გაგრძელდეს.

რაც შეეხება ეკონომიკურ ბერკეტებს, უახლოეს 2-3 წელიწადში, ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ მოვახერხებთ ისეთი ეკონომიკური ურთიერთობის შექმნას, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული გახდეს. თან უნდა გავითვალისწონოთ უკრაინის მაგალითი, რომელმაც პრაქტიკულად მთელი თავისი ეკონომიკური ორიენტირება თავიდანვე რუსეთზე გადაწყვიტა და დღეს როცა რუსეთი მას იმპერატიული ტონით ელაპარაკება, ის იძულებულია აჰყვეს.

რუსეთს ამ კუთხით ჩვენს წინააღმდეგ ბერკეტი არ აქვს, მაგრამ აქვს სახედრო-პოლიტიკური ბერკეტი. ამ კონტექსტშა იმ ღობის გავლება, რომელსაც საქართველოს შუაგულში ავლებს.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების გაუქმება თუ ვინმეს გაუხარდება, ეს პირველ რიგში კრემლი იქნება, რადგან შემდეგ თითს გამოიშვერენ – ხომ ხედავთ, არ უნდათ ჩვენთან ლაპარაკიო. თანაც ევროპაში პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება. ისე არაა საქმე, რომ ევროკავშირის 28 ქვეყანა გაგიჟებული იყოს, გინდა თუ არა საქართველო ან უკრაინა მიიღონ ევროკავშირში,” _ უთხრა “გურია ნიუსს” არეშიძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 101-ეა

გიორგი ცაგარეიშვილი: "პარლამენტში ანალოგიურ დოკუმენტზე მსჯელობა არასოდეს გამართულა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026
სამართალი

სპეცოპერაცია ბათუმში – რა დეტალებია ცნობილი

16:15; 27.02.2026
საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო