ტურნირის ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს მატჩების დაწყების დროები და ბილეთების ფასები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპზე 1 ადგილის დაკავების შემთხვევში europe 1-ის ადგილს დაიკავებს და C ჯგუფში განთავსდება მსოფლიო ჩემპიონის – ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ნაკრების გვერდით.
ქართველი მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპს, რომელიც ასევე ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაცაა, 2014 წლის 1 თებერვალს დაიწყებენ თბილისში ბელგიასთან მატჩით.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველო 19 ქულით პირველ ადგილზეა, ასევე 19 ქულა აქვს მეორეადგილოსან რუმინეთს, ხოლო 14 ქულა მესამე პოზიციაზე მყოფ რუსეთს. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთა თასიდან 2 საუკეთსოი ნაკრები პირდაპირ გავა (europe 1 და europe 2), მესამეადგილოსანი კი რეპეშაჟში გადაერთვება.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასზე სამჯერ აქვს მოანწილეობა მიღებული – 2003, 2007 და 2011 წლებში.