ამის შესახებ მან ვილნიუსში, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან გახარებულები ვართ. რადგან ეს არის ის, რისთვისაც ქართველების არაერთი თაობა იბრძოდა თავისი ცხოვრების სტილით, მოღვაწეობით. დღეს ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი, როგორც ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრის მომავალს. სამუშაო უაღრესად ბევრი იქნება და უაღრესად აქტიური ერთი წელი გვექნება, მაგრამ ეს არის ისტორიული დღე და ყველას ვულოცავ საქართველოში ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს”, _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
































































