დღეს ამ საკითხს იურიდიული სამყაროს სახელით გამოეხმაურა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე და განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებას ეწინააღმდეგება. მან აღნიშნა, რომ ამ კომისიის შექმნას ბევრი პატიმარი ელოდება და ის ადამიანები კი, რომელთა მიმართ განაჩენი არ არის გამოტანილი, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
“იურიდიული სამყარო განაჩენის დროს დაშვებული ხარვეზების დამდგენი კომისიის არ შექმნას თუ დროებით გადადებას ეწინააღმდეგება. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდია. ზოგიერთს წარმოდგენა აქვს, რომ აღნიშნული კომისია მაინცდამაინც ქონების დაბრუნებასთან არის დაკავშირებული, რაც ასე არ არის. მიუხედავად შეწყალებებისა, უამრავი პატიმარია კიდევ დარჩენილი ციხეში, რომლებიც ელოდებოდნენ ამ კომისიის ამოქმედებას თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. გარდა ამისა, დავამატოთ ის ადამიანები, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს უკანონოდ წაეყენათ ბრალი, საუბარია ბიზნესმენებსა თუ სხვა პირებზე. განაჩენი არის გამოტანილი, ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან, ამ ადამიანებს რა უნდა ვუპასუხო არ ვიცი, იმიტომ, რომ სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, განაჩენი გამოტანილია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, დაუსწრებლად. ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების მარტივად მოგვარებადია.ქონებების ნაწილი, რაც ჩამორთმეულია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად, ამ ქონებების დაბრუნება არანაირ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს, ამით მანიპულირება არასწორი გამართლებაა”.