უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური აღნიშნავს რომ ეკონომიკური პროცესები ქვეყანაში ღიად და თავისუფლად უნდა მიმიდნარეობდეს.
“ამ ხელშეკრულებით საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. ერთი წელი ჩვენი ქვეყნის მართვისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ, გონივრულ და წინდახედულ საქმიანობას თუ გავაგრძელებთ, ევროპული ოჯახის კიდევ უფრო სრულუფლებიანი წევრი გავხდებით”, _ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძე კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ხელისუფლება ამ საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს არ დაივიწყებს.
თევდორაძე აქვე არ გამორიცხავს ერთ წლის გნმავლობაში რუსეთის გაძლიერებულ ზეწოლას საქართველოზე, რათა ხელშეკრულებას ხელი არ მოეწეროს.
შეგახსენეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე საქართველომ დღეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა, დოკუმენტზე ხელმოწერა კი სავარაუდოდ მომავალი წლის შემოდგომაზე მოხდება.






























































