“პარაფირებიდან ხელმოწერამდე უმთავრესი სამუშაო რეალურად განსახორციელებელი აქვს ევროკავშირს, ვინაიდან 28 ქვეყნის 24 ოფიციალურ ენაზე უნდა მოხდეს თარგმნა, მისი სამართლებრივად სრულყოფა და ადეკვატურობაში მოყვანა, რათა მოხდეს ხელმოწერა. დღეს ჩვენ მივიღეთ უმტკიცესი განცხადებები ყველა დონიდან, როგორც სახელმწიფოს ლიდერების, ისე ევროკავშირის ხელმძღვანელებისგან, რომ შეძლებისდგაგვარად, სწრაფად მოხდება ამ დოკუმენტის ხელმოწერა”, _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც დაწყებულია ყველა ძირითადი მიმართულებით.
“ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, მართლმსაჯულების მიმართულებით, რათა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მოხდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით ისეთი რეგულაციები იქნას მიღებული, რომელიც ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას აიყვანს ევროკავშირის სტანდარტებამდე და შესაძლებელი გახდება როგორც კი ძალაში შევა ეს შეთანხმება, მალევე, ქართული პროდუქცია სამარკო ნიშნით “წარმოებულია საქართველოში” მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე“, _ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.