ბავშვებმა ასევე მოინახულეს სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და ტირი.
აღნიშნული პროექტი მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით დანაშაულის პრევენციას ემსახურება.
შსს-ს აკადემიასა და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში ექსკურსიების გარდა, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასებში სპეციალურად მომზადებული საგანი “სამართლებრივი კულტურა” შეისწავლება, რომელსაც სკოლის პედაგოგი და უბნის ინსპექტორი ერთობლივად ახორციელებენ.