პოზიციების დასაკავებლად სამინისტრომ ღია კონკურსი ნოემბრის თვის დასაწყისში გამოაცხადა. კონკურსი გასაუბრების ფორმით ტარდება. აპლიკანტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაციაა.
_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, ჩვენს სამინისტროში დაიწყო კონკურსი სხვადასხვა თანამდებობებზე, რომელიც ძალიან გამჭვირვალედ ტარდება და ძალიან ბევრია მსურველი. კონკურსში მონაწილეთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ძალიან მაღალია აქტივობა, მაგრამ ჩვენი კომისია აარჩევს საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს.
_ ვინ არიან კომისიის შემადგენლობაში?
_ კომისიაში ასევე არიან მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდე (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვამნელები და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო.