სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აწარმოებს მოლაპარაკებებს კინოთეატრ “აპოლოს” ამჟამინდელ მფლობელებთან. მინისტრმა არაერთხელ განუცხადა მასმედიას, რომ “აპოლომ” – კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულმა ძეგლმა და ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა კინოთეატრმა – უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია და გამოაცოცხლოს თბილისის ერთ-ერთი უმშვენიერესი უბნის კულტურული ცხოვრება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved