04 დეკემბერს, 13:00 საათზე სასტუმროში “Holiday Inn” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატთა ერთიანი კოალიცია, ადვოკატთა ასოციაციის და ადვოკატის პროფესიის განვითარების საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ერთიანი კოალიციის სახით საკუთარ გუნდს წარადგენს მედიის წინაშე, რომლებიც სამომავლო მიზნებზე ისაუბრებენ. ესენია: ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; ადვოკატის გარანტირებული უფლებებით –ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების ხელშეწყობა; პროფესიის პრესტიჟის და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება; ადვოკატთა სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა; ადვოკატის პროფესიაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა; ადვოკატის სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავება; ასოციაციის საქმიანობაში თითოეული ადვოკატის აქტიური ჩართულობა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 8 დეკემბერს მოხდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის არჩევა 4 წლის ვადით.