იგი რამდენიმე წელი “სოკარ-ჯორჯია გაზის” ჩოხატაურის სერვისცენტრში აღმრიცხველად მუშაობდა და როგორც აღნიშნული სერვისცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, მისი მუშაობით კმაყოფილი იყვნენ. ილია მიმდინარე წლის მაისში სამუშაოდან გაათავისუფლეს.
ილიას მძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს _ მისი ოჯახი, მცირეწლოვანი შვილით, დედის პენსიის ამარა დარჩა, თავად ილიას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და საკმაოდ რთული ოპერაცია უნდა გაიკეთოს.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა “სოკარ-ჯორჯია გაზის” რეგიონული განყოფილების უფროსს ვლადიმერ ჟღენტს, რომელმაც ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “ვიცი ამ ახალგაზრდა კაცის შესახებ და ძალიან ვწუხვარ მის გამო, მაგრამ მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. თუ ჩვენი ზემდგომი ვადაჭკორიასთვის სასიკეთოდ რამის შეცვლას შეძლებს, მე სიამოვნებით დავუჭერ მხარს მსგავს გადაწყვეტილებას”, _ გვითხრა ჟღენტმა.