აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდების მიზანი იყო ერთ სივრცეში გაეერთიანებინათ სხვადასხვა სკოლის მოსწავლები. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. კონცერტის შემდეგ, არაფორმალურ გარემოში ესაუბრათ. გაეზიარებინათ ერთმანეთის შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე და დაეგეგმათ ერთობლივი ღონისძიებები.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მუსიკალური სკოლასთან არსებული ხალხურ საკრავთა ანსამბლმა, ასევე მერიის საჯაროს სკოლის, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის, ოზურგეთის მეორე და მეოთხე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს ანსამბლ “ფესვების” მოცეკვავეებმა.
“საღამო ახალგაზრდული ცენტრის წევრების მიერ იყო ორგანიზებული. ახალგაზრდების სურვილი იყო თავიანთ სკოლებში მოეძიებინათ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები. ჩაეტარებინათ კონცერტი, რის შემდეგაც არაფორმალურ გარემოში შეხვდებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. მოისმენდნენ მათ სურვილებს, რომელთაც გაითვალისწინებდნენ სამომავლო ადვოკატირების კამპანიების თუ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვისას,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორმა ნათია ვაშალომიძემ.