სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, დაწესებულების ექიმის თანდასწრებით ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებით, მსჯავრდებულების ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ დადასტურდა. ობიექტურობის დადგენის მიზნით, ფაქტზე მოკვლევა კვლავ გრძელდება.
_ აღნიშნული მსჯავრდებულები რეჟიმის ხშირი დარღვევით გამოირჩევიან. პატიმრობის პერიოდში მათ არაერთხელ დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობა. ორივე მათგანს ბოლო დისციპლუნური სახდელი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ 2013 წლის 30 ნოემბერს დააკისრა, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.