შეთავაზების მიხედვით, მეწარმე ვალდებულია, დაასაქმოს თავისუფლებაშეზღუდული პირები და გადაუხადოს მათ შესაბამისი ანაზღაურება.
დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ბიზნეს წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ დღეიდან – არაუგვიანეს – 2013 წლის 25 დეკემბრისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზგების გამზ. N42, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში.
საუკეთესო ბიზნეს-პროექტს გამოავლენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ სპეციალურად შექმნილი საკონსულტაციო საბჭო 2013 წლის 27 დეკემბერს.