ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 35 თანამშრომელი სრული სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ჩართვა აუცილებელი გახდა, რადგან დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე ავტომანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, რამდენიმე მანქანა სავალი ნაწილიდანაც გადავიდა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლის გამო რიკოთზე ჩარჩენილი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სპეციალური ტექნიკით ბუქსირება განახორციელეს და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. კომპლექსური სამაშველო ოპერაციები ჩატარდა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და მუნიციპალურ სამაშველო და სახანძრო სამსახურებთან ერთად.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაციები ჩაატარეს ასევე წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილზე.
ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილი სრულიად გათავისუფლდა თოვლში ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისგან.