საგარეო საქმეთა მინისტრი პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავის უცხელ კოლეგებთან.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება ODIHR-ის ხელმძღვანელს იანეშ ლენარჩიჩს, ეუთო-ს უმაღლეს კომისარს უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რანკო კრივოკაპიჩს.
ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს საგარო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც, რომელიც მინისტერიალის ფარგლებში ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
კიევში ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართება.