“უკანასკნელ დღეებში ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმისა და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტის თაობაზე.
ჩვენ მივესალმებით ამ დისკუსიას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკითხი საერთო საქვეყნო მნიშვნელობისაა და აუცილებელია ის გადაწყდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსენსუსის პირობებში. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები მიმდინარე დისკუსიებში, მაგრამ ამ დღეებში სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ჩართვას მიმდინარე მსჯელობებში, რადგან თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების პოლიტიკის გამოცდილების გაზიარების მიზნით სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებით თვითმმართველობის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში – შვეიცარიაში.
ორი დღის შემდეგ ჩვენ ვბრუნდებით საქართველოში. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ასევე არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, მოგვაწოდონ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებსა და განხილვებში.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფართო საზოგადოებრივი და საპარლამენტო განხილვების შედეგად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიის დამკვიდრებას,” _ ნათქვამია განცხადებაში.