ამის შესახებ “გურია ნიუსს” “ბახვი 3 ჰესის” გახსნის შემდეგ სოფელ მთისპირის მოსახლეობამ განუცხადა.
მოსახლეობის ერთი ნაწილი თავისი პრობლემების შესახებ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ესაუბრა. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს საუბარი მხოლოდ საუბრად არ დარჩება.
“სოფელში ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გვაწუხებს ეს არის ენერგო მრიცხველების დადგმა და ასევე გვინდა, რომ შეიცვალოს ელექტრო გადამცემი ბოძები. ყველა გაწვიმებაზე, ქარის ამოვარდნაზე შუქი არ გვაქვს. დანარჩენ პრობლემებს იმედია მოევლება. წელს დაიწყო გზის გაკეთება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია,” _ უთხრა “გურია ნიუსს” სოფელ მთისპირის მცხოვრებმა ანა ინწკირველმა.
რეზო ცქვიტინიძის ფოტო