“საინტერესოა საინფორმაციო არხები, რომლებიც ამგვარი ნიუსმეიკინგის ავტორებად გამოდიან და ამგვარ საახალამბო მოვლენებს, შესაბამისად, კი საზოგადოებრივ აზრს ქმნიან.
ამას გარდა, აქტიურად მიდის პერსონალიების აგრესიული კომენტარები ამავე თემებზე ამ გაზეთების მონაწილეებისა და მასთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიებისა თუ მათი სატელიტი არასამთავრობო სივრცისაგან.
ამის პარალელურად, მიდის აქტიური მუშაობა თვითმმართველობის კოდექსის მეშვიდე კარის დატოვებაზე.
შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ყველა დასახელებულ მახასიათებელს ერთმანეთთან აქვს კავშირი და საქმე გვაქვს ერთი ძალის მცდელობასთან, შექმნან და აჩვენონ საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნან ფონი, რომელიც ადამიანის უფლებების სახელით გარკვეულ შეზღუდვას ან ზეწოლას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე საქართველოში. ეს ყველაფერი გზას მისცემს რესპუბლიკურ პარტიას, მასთან დაახლოვებულ ან პოტებციურად ახლო მდგომ არასამთავრობო სივრცესა და მედია არხებს.
ვფიქრობ, ეს პროცესები ძალიან საშიში ტენდენციის სახეს იღებს და სათანადოდ უნდა შეფასდეს.
იმედი მაქვს საზოგადოება და მედია ამ კონტექსტშიც დაიწყებს მსჯელობას. ხოლო, საქართველოს საპატრიარქოს, ვთხოვდი, მაქსიმალურად გამოიჩინოს სიფხიზლე და გააძლიეროს სასულიერო პირის ქცევის სტანდარტი, რომ ხელი არ შეუწყონ ამგვარი პროვოკაციების გაძლიერებას შესაბამისი მხარეებიდან”, _ ამბობს გამზარდია.