შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას და იმ რეფორმებს, რომელებსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრაზე განაცხადა, 2014 წელი საქართველოსთვის რთული იქნება, ვინაიდან ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკურულების პარაფირებიდან -მის ხელმოწერამდე ერთი წლის განმავლობაში.
მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდოგომარეობა.