საახალწლო გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს (IWAG) მიერაა ორგანიზებული და მისი მხარდაჭერები არიან ასევე კულტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აქციის შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
საახალწლო გამოფენა-გაყიდვა წარმოადგენს ფინანსების მოზიდვის მიზნით ორგანიზებულ უმსხვილეს ღონისძიებას მრავალი ქართველი ხელოვანის და ხალხური რეწვის ავტორის, კომპანიის და ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების (ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, სომხეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, კატარის, ბრაზილიის, პოლონეთის) მონაწილეობით. გამოფენაზე ასევე სკანდინავიური ქვეყნების კუთხე მოეწყო.
































































