ექსპორტიორი ქვეყნების მიერ, წარმოებული საქონელი ექვს პავილიონში განთავსდა და დამთვალიერებელს მისი შეძენა, ბაზარზე არსებულ საფასურზე, ბევრად ნაკლებ ფასად შეეძლო. საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა–გაყიდვაზე მომსახურე პერსონალის 70%-ი ადგილობრივი მაცხოვრებელი გახლდათ.
გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დაათვალიერეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 000 მდე დასახელების პროდუქცია, მსოფლიოს 3 უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნიდან. გარდა საექსპორტო საქონელისა, წარმოდგენილი იყო “კოკა-კოლას”, “ბორჯომის”, “შატო მუხრანის” და სხვა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციაც. ტანსაცმელი, ავეჯი, განათების სისტემები, ჩანთები, პარფიუმერია, სათამაშოები, სამშენებლო მასალები,ელექტო ტექნიკა, ეს ყველაფერი გაიყიდა როგორც საცალოდ, ისე ბითუმად.
„მსგავსი გამოფენა-გაყიდვა თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა და მომავალში აუცილებლად მიიღებს სისტემურ ხასიათს. მოხარულები ვართ, რომ წელს შარშანდელთან შედარებით იმატა იმ კომპანიათა რაოდენობამ რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი პროდუქცია წარმოედგინათ ქართველი მომხმარებლისთვის. ასევე სიახლეა რომ წლევანდელ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც, ვიმედოვნებთ რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეებს განავითარონ საკუთარი ბიზნესი და დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები“ – განაცხადეს “ჰუალინგ ჯგუფის” ქართულ წარმომადგენლობაში.
გამოფენის დღეს, ბაზისბანკის რომელიც “ჰუალინგ ჯგუფის” წევრია მსხვილი თანამედროვე კომერციული ბაზრისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით, ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხნა. აღნიშნული სერვისცენტრი ხელს შეუწყობს საოპერაციო მომსახურებას და ასევე სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზებას, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიებისთვის, მათი ინვესტიციების მხარდასაჭერად.
კორპორაცია „ჰუალინგის“ საქმიანობის ძირითად სფეროს მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება წარმოადგენს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ–ში, ცენტრალური აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში .(R)