ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა აცნობა. მისივე თქმით, გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრება შედარებით მცირეა, თუმცა, სწავლება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ოზურგეთისგან განსხვავებით სასწავლო პროცესი შეჩერებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში. როგორც გვითხრეს, ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა:
_ გათბობის სისტემა ელექტროენერგის გარეშე არ მუშაობს, _ გვითხრეს ჩოხატაურის საგანმანმათლებლო რესურსცენტრში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა.