“თუმცა სამართლებრივი კუთხით რამდენიმე შენიშვნა ჩვენ ჯერ კიდევ გვრჩება და საპარლამენტო განხილვის დროს ეს კიდევ დაიხვეწება. რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც ამ კოდექსიდან შეიძლება გამომდინარეობს, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შესაბამისმა სამინისტრომ, პარლამენტმა და სხვადასხვა უწყებებმა იმუშავეს, რომ შიშის და შეშფოთების ყველანაირი საფუძველი აღმოფხვრილიყო”, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიაღწიოს იმას, რომ როდესაც ადგილობრივი ტიპის პრობლემები გადასაჭრელია, ყველაფერი თბილისიდან არ უნდა წყდებოდეს.
“ეს იქნება გაზის, ნაგვის, თუ სხვა თემა. ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს რეალურად პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ადგილობრივ დონეზე ხალხი”, _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.