“უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა გადამცები ხაზები. გამორთულია რამდენიმე ფიდერი და რამდენიმე ადგილას, ბოძებია მოტეხილი. სამუშაოები მიმდინარეობს რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია მიეწოდებათ. პრობლემებია ვანშის და ბაღდათის მაღალმთიან სოფლებში. ასევე ხარაგაულის და ზესტაფონის სოფლებში. მუშაობა მიმდინარეობს რაიონებშც და ქუთაისისი მასშტაბით. თითქმის ყველა ფიდერია ჩართულია ქალაქში გარდა ერთისა. ანალოგიური სიტუაციაა თითქმის ყველაგან, ავარიები ისევ ხდება და როცა ერთ ფიდერს ვაკეთებთ შესაძლოა სხვა დაზიანდეს. ამიტომ სამუშაოები როდის დასრულდება ზუსტად ვერ გეტყვით”, _ განაცხადა დასავლეტ საქართველოს “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა გეგუჩაძემ.
ქუთისში ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს საქალაქო ტრანსპორტი. მერიის “სატრანსპორტო სამსახურის” ხელმძღვანელის ნიკა კეპულაძის განცხადებით, პრობლემები დილის საათებში შეიქმნა რის შემდეგაც გზები გაიწმინდა და მოძრაობა ჩვეულებივად აღდგა.
“არანაირი შეფერხება არ ყოფილა დილის საათებში იყო ძირითადად კუპრაძის ქუჩაზე. ასევე საღორიის მიმართულებით. მერე უკვე გზები გაიწმინდა. ტრანსპორტი ჩვეულებრივად მუშაობს ჩვეულ გრაფიკში”, _ განაცხადა ნიკა კეპულაძემ.
იმერეთში ამ წუთებშიც დაგაუღებლად თოვს.